logo
ENG



"არა რუსულ კანონს!" - პარლამენტის უკან აქცია მიმდინარეობს

15 აპრ 202410:10
3 წუთის საკითხავი
 

"არა რუსულ კანონს!" - ამ ლოზუნგით პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.

დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი რუსული კანონის განხილვას იწყებს. პარლამენტმა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა

რუსული კანონის განხილვის პარალელურად, პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებენ ონლაინმედიის ჟურნალისტები.

ამასთან, 11:00 საათიდან დაიწყება სტუდენტების მსვლელობები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით. მასშტაბური საპროტესტო აქცია საღამოს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება.

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა